Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიგმარ გაბრიელი შესაძლებლად მიიჩნევს ანტირუსული სანქციების ეტაპობრივ მოხსნას


გერმანის საგარეო სამქეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნას, თუ მოსკოვი ბოლომდე დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და დაიწყებს შეიარაღების გატანას აღმოსავლეთ უკრაინიდან. ამის შესახებ გერმანელმა მინისტრმა განაცხადა მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს. იუწყებიან, რომ ზიგმარ გაბრიელმა მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, დონბასში გაეროს ეგიდით სამშვიდობო მისიის ამოქმედებას. თავის მოხსენებაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა არაპროგნოზირებად ვითარებას სირიაში, სადაც ექვსწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, მოვლენები ვითარდება გერმანიის მოკავშირეებისათვის ძალიან სახიფათო მიმართულებით.

XS
SM
MD
LG