Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სააკაშვილის მომხრეები მანიფესტაციას მართავენ


უკრაინის დედაქალაქის ცენტრში იწყება „მომავლის მარში“, რომელიც ორგანიზებულია უკრაინიდან დეპორტირებული მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ახალი ძალების რუხის“ მიერ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, შევჩენკო ბულვარში შეკრებილია დაახლოებით სამი ათასი კაცი. მარშის მონაწილეებს შორის ვრცელდება პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხელ სააკაშვილი 12 თებერვალს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა კიევის ცენტრში რესტორან „სულგუნში“ დაკავეს და იმავე დღეს ჩარტერული რეისით პოლონეთში ჩაიყვანეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია, არამედ განხორციელდა რეადმისია, ანუ მისი დაბრუნება ქვეყანაში, საიდანაც არალეგალურად შევიდა უკრაინაში. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება ჰოლანდიაში, სადაც მას 14 თებერვალს ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა.

XS
SM
MD
LG