Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით მიმართა


უკრაინიდან დეპორტირებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის „ახალი ძალების რუხის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშილმა, ტელეფონის საშუალებით მიმართა კიევის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პირობა დადო, რომ იგი მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის კორუფციისგან გათავისუფლებისათვის. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მიხაილოვის მოედანზე გაიმართა მიტინგი, რომელშიც 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საერთო-უკრაინული „მომავლის მარშის“ დაწყებამდე მუშაობა შეაჩერა კიევის მეტროპოლიტენის რამდენიმე ცენტრალურმა სადგურმა, რის მიზეზიც სავარაუდოდ გახდა ერთ-ერთ სადგურში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება. მიტინგზე ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლად დააბრუნოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი და შეწყვიტოს მისი მომხრეების დევნა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწყეს ხელმოწერების შეგროვება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით პეტიციას უკვე მოაწერა ხელი ათი ათასზე მეტმა მოქალაქემ.

XS
SM
MD
LG