Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში, ავიაკატასტროფის რაიონში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია


ირანელი მაშველები თვითმფრინავის კატასტროფის რაიონში. 2018 წლის 19 თებერვალი
ირანელი მაშველები თვითმფრინავის კატასტროფის რაიონში. 2018 წლის 19 თებერვალი

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა 19 თებერვალს, გამთენიისას მიაღწიეს თვითმფრინავის, ATR 72-ის კატასტროფის ადგილამდე. ავიაკომპანია Aseman-ის თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-ასუის რეისს ასრულებდა, 18 თებერვალს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ზაგროსის მთიან რაიონში. ირანის ხელისუფალთა ინფორმაციით, დაიღუპა ბორტზე მყოფი 65-ივე ადამიანი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 19 თებერვალს, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში ჩაერთნენ ვერტმფრენებიც. ირანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 18 თებერვალს სამძებრო ოპერაცია შეჩერებული იყო ძლიერი თოვის გამო.

XS
SM
MD
LG