Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველთა ინფორმაციით, სირიაში დაიღუპა კიდევ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე


აღმოსავლეთ ღუტის რეგიონის ქალაქი ჰამურია. 2018 წლის 19 თებერვალი
აღმოსავლეთ ღუტის რეგიონის ქალაქი ჰამურია. 2018 წლის 19 თებერვალი

სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა სირიაში, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად - ამის შესახებ 20 თებერვალს იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია, „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია.“ მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვი და 14 ქალია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „თეთრი ჩაფხუტების“ მონაცემებით, დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა. აღმოსავლეთ ღუტის დაბომბვის შეწყვეტა მოითხოვეს გაერომ და ევროკავშირმა. სირიის ამ რაიონს პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ. თავის მხრივ, სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამთავრობო ძალები უტევენ არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ უკანონო დაჯგუფებებს. ეს ვერსია გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. მან 19 თებერვალს განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა იერიში მიიტანეს რადიკალურ დაჯგუფებაზე, „ჯებჰატ ან-ნუსრაზე,“ რომელიც პროვოკაციებს არ წყვეტს და აღმოსავლეთ ღუტიდან უტევს სირიის დედაქალაქს, მათ შორის იმ უბანს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს.

XS
SM
MD
LG