Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტოკჰოლმელმა ტერორისტმა" დანაშაული აღიარა


რახმატ აკილოვი
რახმატ აკილოვი

უზბეკეთის მოქალაქემ, რახმატ აკილოვმა აღიარა, რომ 2017 წლის აპრილში მან ჩაიდინა ტერაქტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. 20 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე აკილოვმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანით, მკვლელობის მიზნით შეეჯახა ხალხს, რათა თავისი წვლილი შეეტანა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში. აკილოვის თქმით, მისი სურვილი იყო, რომ შვედეთს შეეწყვიტა სამხედროების და ფულის გაგზავნა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. 2017 წლის 7 აპრილს, რახმატ აკილოვი მოპარული ავტომანქანით, სტოკჰოლმის ცენტრში შეეჯახა გამვლელებს. დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. აკილოვი შვედეთში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და თავშესაფრი ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 39 წლის რახმატ აკილოვის სასამართლო პროცესი სტოკჰოლმის სასამართლოში 13 თებერვლიდან მიმდინარეობს. შვედეთის პროკურატურა აკილოვისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG