Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ქურციკიძე მუნიციპალიტეტების როლზე


მაია ქურციკიძე მუნიციპალიტეტების როლზე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:32 0:00

21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, UNICEF-ის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების გამოვლენა-რეაგირების საკითხზე. მაია ქურციკიძის თქმით, ერთია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების ამუშავება, მეორე კი მათ შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და განხორციელება. უმთავრესი საკითხი, რაზეც თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაზე მსჯელობდნენ, არის მუნიციპალიტეტების მიერ პრობლემების, მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენა. ამ თვალსაზრისით მაია ქურციკიძე ყურადღებას ამახვილებს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ადრეულ გამოვლენაზე, სპეციალური სერვისების საჭიროების მქონე ბავშვების გამოვლენაზე და იმ ოჯახების გამოვლენაზე, რომლებიც ქულათა სისტემის მიხედვით ვერ მოხვდნენ დახმარების მიმღებთა სიაში, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. იმის მიხედვით, რომელ მუნიციპალიტეტში რა საჭიროებები გამოიკვეთება, უნდა შემუშავდეს შიდა პროცედურები მათ საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG