Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის მამა: „ხვალ, სავარაუდოდ, შუადღისას გადმოგვცემენ ცხედარს“


25 თებერვალს საღამოს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სოფელ წილკანში ესაუბრა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამას - გიორგი ტატუნაშვილს. რადიო თავისუფლებასთან პირდაპირი ჩართვის დროს გიორგი ტატუნაშვილმა თქვა, რომ მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შვილის ცხედარს 26 თებერვალს, შუადღისას ერგნეთის საგუშაგოზე გადასცემენ ოჯახს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, გიორგი ტატუნაშვილი მათ „აბსურდს“ უწოდებს: „ჩემი შვილი არც ტერორისტი იყო. არც გულს უმტყუნია მაგისთვის. ეგ არის მტკნარი სიცრუე. საერთოდ ჯანმრთელობას ჩემი შვილი არ უჩიოდა. ჰკითხეთ მის მეგობრებს. ფიზიკურად ძაან ძლიერი იყო. არ ვიცი გზაში რა მოხდა. წაიყვანეს აქედან იმ საბაბით, რომ უნდა გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება. სავარაუდოდ, ადგილამდე არ მიიყვანეს“. გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მისი შვილი დღეში სამ-ოთხჯერ შედიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საკუთარი მანქანით პროდუქტი შეჰქონდა. მას ჰქონდა დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი საშვი, რომლითაც თავისუფლად გადაადგილდებოდა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ტატუნაშვილი ხაზს უსვამს, რომ არ სჯერა ვერსიის, რომ მის შვილს გული გაუსკდა: „ორშაბათს ჩაუტარდება ექსპერტიზაო. გინდა ჩაატარონ, გინდა არა, იმათი არაფერი მწამს. ექსპერტიზა ჩაუტარდება აქ და მერე მოვითხოვთ, რომ ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ ნამდვილად დადგინდეს ჩემი შვილის მკვლელობის ნამდვილი მიზეზი“.

XS
SM
MD
LG