Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ღრმა შეშფოთებას იწვევს საქართველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენები


ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ: "ღრმა შეშფოთებას იწვევს საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, კერძოდ საქართველოს მოქალაქის, ბატონი არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი პირის დაკავება. ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი, მისი მონიტორინგის მისიის მეშვეობით, მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის გზით. საპატიმროდან საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ველით, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოფს მათ გამგზავრებას თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე. ეს ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და გაუმჯობესდეს ნდობა. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტის გადაჭრას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობის და ადგილზე მონიტორინგის მისიის ფორმით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში".

XS
SM
MD
LG