Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ დანიშნა შუალედური საპარლამენტო არჩევნები


28 აპრილს საქართველოში გაიმართება პარლამენტის შუალედური არჩევნები. კენჭისყრა ჩატარდება ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება 26 თებერვალს მიიღო. კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 28 აპრილს არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქის 60 უბანზე, სადაც სულ რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი.
„დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, უფლებამოსილება 2017 წლის ბოლოს შეუწყდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

XS
SM
MD
LG