Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერი: ევროკავშირში გასაწევრიანებლად სერბიამ კოსოვოს საკითხი უნდა გადაჭრას


ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ სერბიამ კოსოვოსთან თავისი უთანხმოება უნდა გადაჭრას და რეფორმები უნდა გაატაროს, სანამ ევროკავშირში გაწევრიანდება. იუნკერი ამ განცხადებებით გამოვიდა ბელგრადში, სერბიის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ და დასძინა, რომ სერბია სწორ გზას ადგას, მაგრამ ევროკავშირი ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებსაც ტერიტორიული კონფლიქტები გადაუჭრელი ექნებათ. "სერბიამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი დაბიჯები ევროკავშირისკენ გზაზე" - განაცხადა იუნკერმა 26 თებერვალს და დასძინა, რომ რამდენიმე პრობლემა კვლავაც გადასაჭრელი რჩება. მისი თქმით, სერბიამ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა განახორციელოს და კანონის უზენაესობა უნდა გააუმჯობესოს, სანამ ევროკავშირის წევრი გახდება.

XS
SM
MD
LG