Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეა დელეგაციას აგზავნის ჩრდილოთ კორეასთან მოსალაპარაკებლად


სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ჩრდილოეთ კორეასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნის მაღალი რანგის დელეგაციას, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი. სამხრეთ კორეა ცდილობს დააჩქაროს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობის განსამუხტავად. სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინის ადმინისტრაციის ცნობით, 10-კაციანი დელეგაციას ორდღიანი ვიზიტით 5 მარტს გაემგზავრება ჩრდილოეთ კორეაში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს ჩრდილოთ კორეის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯაე ინი ახლო მომავალში ფხენიანში მიიპატიჟა.

XS
SM
MD
LG