სასჯელი განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის
ანა დოლიძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა ის კრიტიკული საჯარო განცხადების გამო დასაჯეს და მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. საქმე ეხება 6, 7 და 8 თებერვალს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის განხილვებს და მასში ჩართულობას. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობად ითხოვს და სასამართლოს მიმართავს. მისი სახელით სარჩელი 5 მარტს საქალაქო სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დაარეგისტრირა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია. სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ დაარეგისტრირა, არ მიემართება უვადოდ არჩეულ იმ მოსამართლეებს, რომლებთან გასაუბრების საშუალებაც ანა დოლიძეს არ მიეცა და, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების შეჩერება ან ხელახალი კენჭისყრა არ გახდება საჭირო.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"