Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხმა კომუნისტმა ზდენეკ ონდრაჩეკმა დატოვა თანამდებობა


ჩეხმა კომუნისტმა ზდენეკ ონდრაჩეკმა, რომლის სახელსაც უკავშირდება პრაღაში 5 მარტს გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, თანმდებობა დატოვა. კომუნისტური პარტიის წევრი დეპუტატი 2 მარტს პარლამენტის იმ კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელსაც პოლიციელების, მებაჟეებისა და ციხის ზედამხედველების დანაშაულთა შესწავლა ევალება. გავრცელებული ინფორმაციით ზდენეკ ონდრაჩეკმა პოსტის დატოვების მიზეზად დაასახელა საფრთხე, რომელიც მის ოჯახს ემუქრება. ონდრაჩეკის დანიშვნამ მასობრივი აღშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ 1989 წლის იანვარში, კომუნისტური პოლიციის თანამშრომლად მუშაობის დროს, მან პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე გამართული დემონსტრაციის დარბევაში მიიღო მონაწილეობა და ტელეკამერის წინ პოლიციის ქმედებას უწოდა კანონიერი. 5 მარტის საღამოს პრაღის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ხელი მოაწერეს პეტიციას პარლამენტის სახელზე, ონდრაჩეკის გადარჩევის მოთხოვნით. ჩეხეთის კომუნისტურმა პარტიამ ბოლო არჩევნებში ხმათა 10%-ი მიიღო და ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს კოალიციის ფორმირებაზე არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტია "ანოსთან", რომელსაც პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ანდრეი ბაბიში უდგას სათავეში.

XS
SM
MD
LG