Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მზვერავის მოწამვლის საქმეს ბრიტანელი სამხედროებიც გამოიძიებენ


ემბერ რადი
ემბერ რადი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ემბერ რადი ჩავიდა ქალაქ სოლსბერიში და პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც უგონო მდგომარეობაში იპოვნეს რუსეთის გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. მათი მოწამვლის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან ბრიტანელი სამხედროებიც. ბიბისის ინფორმაციით, ქალაქ სოლსბერიში გაგზავნეს ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის საზღვაო ქვეითები და ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური იარაღის სპეციალისტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის განცხადებით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მზად არიან თავისი გამოცდილებით და სამხედრო-ტექნიკური ლაბორატორიის მეცნიერებისგან მიღებული ინფორმაციით პოლიციას დაეხმარონ საქმის გამოძიებაში. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით.

XS
SM
MD
LG