Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლსბერიში ერთ-ერთ რესტორანსა და ბარში აღმოჩნდა მომწამვლელი აირის კვალი


ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების კვალი აღმოჩნდა სოლსბერის ერთ-ერთ რესტორანსა და ბარში, სადაც მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდნენ ყოფილი ბრიტანელი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავარმა ექიმმა, სალი დევისმა გააკეთა განცხადება. უსაფრთოხების ინტერესებიდან გამოდინარე იმ კლიენტებს, დაახლოებით 500 კაცს, რომლებმაც ქალაქ სოლსბერის რესტორან Zizzi-სა და ბარ Mill-ში ისადილეს, სალი დევისმა ურჩია, რომ გარეცხონ ტანსაცმელები და პირადი ნივთები. განზრახ მკვლელობის მცდელობით სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილ იულიაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება მეშვიდე დღეა გრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა „სტაბილურად კრიტიკულია“. მანამდე ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან, კოორდინირებულ საპასუხო ზომებზე რუსეთის წინააღმდეგ, თუ დადასტურდება, რომ მოწამვლით მკვლელობის მცდელობის უკან მოსკოვი დგას. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით.

XS
SM
MD
LG