Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა „დიდი უგუნურება“ უწოდა საბრძოლო აირების გამოყენებას სირიის სამთავრობო ჯარების მიერ


აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა სირიის რეჟიმი და „დიდი უგუნურება“ უწოდა სამთავრობო ჯარების მიერ საბრძოლო აირების გამოყენებას. ჯეიმს მატისმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა 11 მარტს იმ ჟურნალისტებთან საუბარში, რომლებიც პენტაგონის ხელმძღვანელთან ერთად ომანში იმყოფებიან. მეტისმა ასევე გააკრიტიკა რუსეთი ბაშარ ასადის დახმარებისთვის. ამ განცხადებების ფონია გავრცელებული ცნობები, სირიის სამთავრობო ჯარების მხრიდან ქლორის გაზის გამოყენების თაობაზე მეამბოხეების ხელთ არსებულ აღმოსავლეთ ღუტაში. სირიის მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თავის შეიკავა სირიის რეჟიმის მიმართ მუქარაზე, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს პოლიტიკური მანევრების სრული შესაძლებლობა იმისათვის, რათა “მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც საჭიროდ ჩათვლის“. 2017 წლის აპრილში დონალდ ტრამპმა სირიის სამთავრო ძალების საავიაციო ბაზის დაბომბვის ბრძანება გასცა მას შემდეგ, ნერვულ-პარალიზებადი მოქმედების გაზ ზარინის გამოყენებით განხორციელებული იერიშის შედეგად 70- მდე მშვიდობიანი მოქალაქედაიღუპა ოპოზიციის კონტროლირებად ქალაქ ხან-შეიხუნში. აპრილის დასაწყისში მომწამვლელი გაზის გამოყენებაში ამბოხებულებმა და დასავლეთის ქვეყნებმა სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულეს.

XS
SM
MD
LG