Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონის "ფერო"-ში უბედური შემთხვევა მოხდა


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

55 წლის მამაკაცი დაიღუპა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი მე-4 საამქროს სახურავიდან, დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. პროფკავშირების ცნობითვე, საამქროს თანამშრომელი ჭერს არემონტებდა. საწარმოო უბედური შემთხვევის მიზეზს პროფკავშირების ინსპექტორებიც გამოიკვლევენ.

XS
SM
MD
LG