Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალონიკის „პაოკის“ პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შეიჭრა


საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბოლო წუთზე შეწყდა. სალონიკის „პაოკისა“ და ათენის „აეკის“ შეხვედრა ჩაშალა „პაოკის“ პრეზიდენტმა ივან სავიდისმა, რომელიც მინდორზე შეიჭრა. სავიდისი მსაჯს მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ის გატანილ გოლს არ ჩათვლიდა. სწრაფადვე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ „პაოკის“ პრეზიდენტი მოედანზე იარაღით იყო შესული.

თამაშის მიწურულს, მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯებმა „პაოკის“ გოლისას თამაშგარე დააფიქსირეს და მასპინძლები პრინციპულ თამაშში ქულას დასჯერდნენ, თუმცა მომხდარი ინციდენტის გამო, ალბათ, უქულოდ დარჩებიან.

ივან სავიდისს ქართული ფესვები აქვს - 1959 წლის 27 მარტს წალკაში დაიბადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG