Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „რეალურ გზას“ უწოდებს კვირიკაშვილის იდეას სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ თაობაზე


რუსეთი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის „დეკლარირებულ მისწრაფებას“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ და აცხადებს, რომ ეს არის „ერთადერთი რეალური გზა“ იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 12 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთს ოფიციალური წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა არჩილ ტატუნაშვილი, რომლის ცხედარი ჭირისუფლისათვის დღემდე არ გადაუცია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG