ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც წარსულში თანამშრომლობდა 2013 წელს გარდაცვლილ ოლიგარქთან, ბორის ბერეზოვსკისთან. ბრიტანეთის მედიის ცნობით, 69 წლის გლუშკოვის გვამი 12 მარტს იპოვეს მისმა ახლობლებმა. სიკვდილის მიზეზზე არაფერს იუწყებიან, მაგრამ ცნობებში ნათქვამია, რომ გვამს გაგუდვის ნიშნები ემჩნევა. ნიკოლაი გლუშკოვი იყო სახელმწიფო კომპანია „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე და რუსმა სამმართალდამცველებმა მას ორჯერ წაუყენეს თაღლითობის ბრალდება. გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ლონდონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ბრიტანეთში ემიგრირებული გლუშკოვის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. „კომერსანტში“ ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთში მას შარშან დაუსწრებლად მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა ავიაკომპანიის ქონების გაფლანგვის ბრალდების საფუძველზე.
ყველაზე პოპულარული
1