Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: გუდაურში დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება


სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას
სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ კლინიკაში მოინახულა გუდაურში დაშავებული ორი პაციენტი.

ზაზა სოფრომაძის თქმით, ”ორი პაციენტი უკვე ღუდუშაურის კლინიკაშია. დანარჩენი კი გზაშია და მოემართებიან თბილისისკენ. მათგან 4 მოთავსდება ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო ერთი, შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი “მედიქლაბში”. უკვე ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ხოლო მეორე ტურისტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი სიმძიმისაა. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არის და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსის" თანახმად, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება. „მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წინასწარი, ოფიციალუარი ინფორმაციით თანახმად, დღეს გუდაურში, ავარიულად გაჩერების შემდეგ, საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რამაც მოქალაქეების დაშავება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG