Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „დუმილის დღეს“ ნავალნის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს


ალექსეი ნავალნი აქციაზე
ალექსეი ნავალნი აქციაზე

რუსეთში 17 მარტს „დუმილის დღეა“. 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღით დაუშვებელია საჯარო აგიტაცია. რუსეთის სხვადსხვა რეგიონიდან ვრცელდება ინფორმაცია, ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ანტიკორუფციონერი ბლოგერის, ალექსეი ნავალნის მომხრეებზე მომხდარი ზეწოლის შესახებ. პორტალ „სიბირი.რეალიის“ ცნობით, ნოვოკუზნეცკში სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე მოხალისე. სამართალდამცველები ასევე მივიდნენ ნავალნის შტაბში, პეტერბურგში, სადაც დააკვეს მუნიციპალიტეტის დეპუტატი., დანიილ კენი. წინა დღით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა გააკრიტიკა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უარი უთხრა დამკვირვებლად რეგისტაციაზე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს. ამერიკელ დიპლომატს მხედველობაში ჰყავდა გამოცემები „მოლინია“ და „ლევიათანი“, რომლის სახლითაც დამკვირვებლად დარეგისტრირება სურდათ რუსი პოზიციონერი დეპუტატის ალექსეი ნავალნის წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG