Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ვებსაიტზე წარუმატებელი კიბერ შეტევა განხორციელდა


რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, მის უებსაიტზე, 18 მატრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განხორციელდა წარუმატებელი კიბერ შეტევა. მისი თქმით, ეს იყო DDoS-ის, ე.წ. „მომსახურებაზე უარის თქმის“ ყაიდის, შეტევის მცდელობა 15 ქვეყანაში. პამფილოვას ქვეყნები არ დაუსახელებია. მან დააზუსტა, რომ თავდასხმის მცდელობა მოხდა, როცა შორეულ აღმოსავლეთში კენჭისყრა დაწყებული იყო. აშშ-ის ხელისუფლება იძიებს აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის სავარაუდო ზეგავლენის საქმეს. რუსეთმა განაცხადა, რომ უცხო ძალები მისი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ლამობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG