Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთში გრძელდება სამთავრობო კრიზისი


სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობას, რომელიც მას წარუდგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა პეტერ პელეგრინიმ. გასული კვირის ბოლოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ბრატისლავის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე. მასობრივი აქციები მოჰყვა გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუსნიროვას მკვლელობას. ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 27 თებერვალს სახლში დახოცეს. მკვლელობის საქმე გაუხსნელია. სლოვაკეთის მოსახლეობა ჟურნალისტის მკვლელობას ხელისუფლების წევრების კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს უკავშირდებს. სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს ისეთი წევრებისაგან, რომელთა საქმიანობა ადამიანებში აღადგენს სამართლიანობის განცდას.

XS
SM
MD
LG