Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა პარკი მოეწყობა


კახა კალაძემ ფონიჭალაში პარკის გამწვანების სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ფონიჭალაში პარკის გამწვანების სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის რაიონ ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის თბილისი მერ კახი კალაძეს, რომლის თქმით გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე. „ ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამ ეტაპზე ფონიჭალაში მდებარე პარკში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრზე სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

XS
SM
MD
LG