Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქება მოხდა საპროტესტო ბანაკთან


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა ქაბულში საპროტესტო ბანაკთან ბომბის აფეთქების დროს. მჯდომარე საპროტესტო აქცია მარტის დასაწყისში პაკისტანელი პუშტუნების გამოსვლების მხარდასაჭერად დაიწყო. პუშტუნები ისლამაბადს ადანაშაულებენ პოლიციის მხრიდან მოწყობილი რეიდების დროს უდანაშაულო ადამიანების დახოცვისათვის. ისლამაბადში პროტესტი მოჰყვა იანვრის ბოლოს 27 წლის ნაყებულა მეჰსუდის მოკვლას პაკისტანის პოლიციის მიერ „ტერორისტების ადგილსამყოფლის“ ძებნის პროცესში. პოლიცია აცხადებს, რომ მეჰსუდი პაკისტანის თალიბანის წევრი იყო, მშობლები ამ ბრალდებას უარყოფენ. ავღანეთის პოლიციის ცნობით 25 მარტის აფეთქება გამოიწვია თვითნაკეთმა ბომბმა, რომელიც მაგნიტის საშუალებით აღმოჩნდა მიმაგრებული ავღანელი აქტივისტების კარავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG