თეონა ყუფუნია: კაცებისა და ქალების კვალიფიციურობაზე საუბარი უხერხულია
27 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო თეონა ყუფუნია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი, მან ისაუბრა გენდერული კვოტების საკითხზე. გასულ კვირაში პირველ მოსმენაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების თაობაზე არსებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტში 37 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერით შევიდა. თეონა ყუფუნიას თქმით, კვოტების შემოღება არსებულ კონტექსტში არის ერთადერთ გზა პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად, ძნელია იმაზე საუბარი თუ ხარისხობრივად როგორ შეცვლის პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში მეტი ქალი დეპუტატის ყოფნა, მაგრამ ეს იქნებოდა შესაძლებლობა პარლამენტში ყოფილიყო 38 ქალი დეპუტატი. მისი თქმით, სამწუხაროდ, საკმარისი ღიაობა და მზაობა დეპუტატებს არ აღმოაჩნდათ. მომავალ კვირაში, პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებისამებრ, გენდერული კვოტების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ მსჯელობა გაგრძელდება.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან