მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისში
ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით, წლებია, არავის უსარგებლია. ეს გადასასვლელი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, წინ მდებარეობს, თუმცა, მრავალი წელია, იქ არავინ ჩასულა. აქაურობას მხოლოდ ნაგვის დასაყრელად და საპირფარეშოდ იყენებენ. უფრო დიდი მიწისქვეშა გადასასვლელია ეგრეთ წოდებულ „სტეკლოტარასთან“. გზაჯვარედინის ქვეშ არსებულ გადასასვლელს მხოლოდ ტუალეტისთვის იყენებენ. ფეხით მოსიარულეები მიწისქვეშა გადასასვლელით იქ არსებული ანტისანიტარიისა და მძაფრი სუნის გამო ვერ სარგებლობენ. მათ ქუჩის გადაჭრა ხშირად სახიფათო მდგომარეობაშიც უწევთ. მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისის მერიის საკუთრებაა. როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება აღნიშნული გადასასვლელების მოწესრიგება. შესაძლოა, გაიჯარდეს სხვადასხვა დანიშნულებით.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"