Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მთავრობას და პარლამენტს წერილობით გააცნო აშშ-ში გამოთქმული ინიციატივის შინაარსი


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა ოფიციალური წერილით, აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 30 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ. "იმ ვითარებაში, როდესაც რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო და საქართველო ბუნებრივადაა მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება იქნება დროული და ადეკვატური პასუხი გაზრდილ გამოწვევებზე. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით მარტში, ვაშინგტონში ვიზიტისას მიმართა.

XS
SM
MD
LG