Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირების მიუხედავად გერმანია შესაძლებლად მიიჩნევს დიალოგს რუსეთთან


ჰეიკო მაასი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჰეიკო მაასი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის მიმართ ნდობის დაკარგვის მიუხედავად, მისი ქვეყანა შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს რეგიონული კონფლიქტების მოსაწესრიგებლად. მინისტრ ჰეიკო მაასთან ინტერვიუ 1 აპრილს გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გამოაქვეყნა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს მიიჩნევს „შესაძლო პარტნიორად და მრავალმხრივი წესრიგის ერთ-ერთ საყრდენად“ შეიარაღებული რეგიონული კონფლიქტების მოწესრიგებისა და განიაღარების საქმეში. „ასე რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისათვის და იმედი გვაქს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ ნდობის აღდგენას, თუ ამის ნება რუსეთსაც ექნება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანია შეუერთდა დასავლეთის კოალიციას რუსეთის დიპლომატების მასობრივი გაძევების საკითხში, რაც პასუხია ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღის, „ნოვიჩოკის“, გამოყენებით მოწამვლაზე, რაშიც ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და პასუხად განაგრძობს უცხოელი დიპლომატების გაძევებას რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG