Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ექვს პირს მიუსაჯეს პატიმრობა მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის მცდელობისათვის


კიშინიოვის სასამართლო
კიშინიოვის სასამართლო

მოლდავეთში ექვს პირს მიუსაჯეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო გავლენიანი პოლიტიკოსისა და მაგნატის ვლადიმირ პლახატნიუკის მკვლელობის მცდელობაში. კიშინიოვის სასამართლომ 2 აპრილის გვიან ღამით გამოაცხადა ვერდიქტი. ვლადიმირ პლახატნიუკი მოლდავეთის მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. მსჯავრდებულთა ჯგუფი სამართალდამცველებმა 2017 წელს მოლდავეთსა და უკრაინაში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, მოლდავეთის ვეტერან სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენ ხუთს კი 11-11 წლით. ყველა მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს პლახატნიუკის მოკვლა დაუკვეთა დევნილმა მოლდაველმა ბიზნესმენმა გრიგორე კარამალაკმა, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG