Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო

ტყიბულის შახტში 5 აპრილს დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, შეძრულია მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რაც ტრაგედიაა არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. „მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. ტყიბულის მინდელის შახტში 5 აპრილს, გამთენიისას დაიღუპა 6 მაღაროელი და 3 დაშავდა. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.

XS
SM
MD
LG