ევროკავშირის დასავლეთი ბალკანების სამიტს, რომელიც 17 მაისს სოფიაში ჩატარდება, უკვე პრობლემები შეექმნა საბოლოო ერთობლივი დეკლარაციის ფორმისა და შინაარსის გარშემო შექმნილი უთანხმოებების გამო. ევროკავშირის 28 ქვეყნისა და 6 დასავლეთ ბალკანური ქვეყნის - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და სერბეთის - სამიტი ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის გვირგვინი უნდა გამხდარიყო. თუმცა, სამიტზე კოსოვოს დასწრებას აპროტესტებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები - კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი - რომლებიც არ ცნობენ პრიშტინის დამოუკიდებლობას და ეს ართულებს საბოლოო დეკლარაციის მიღებას, რომელმაც უნდა დაასრულოს სამიტი.
ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.