Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია აძლიერებს იერიშებს დამასკის მახლობლად


სირიის არმია და მისი მოკავშირეები აძლიერებენ საარტილერიო და საავიაციო იერიშებს აღმოსავლეთ ღუტის მთავრ ქალაქ დუმაზე, სადაც წინა დღით სულ მცირე 40 კაცი დაიღუპა ავიაციის დარტყმის შედეგად. ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით სირიისა და რუსეთის სამხედრო ავიაციამ 7 აპრილს სულ მცირე 30 იერიში განახორციელეს. ორგანიზაციის ცნობით ბოლო დაბომბვის შედეგად სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალქე დაიღუპა. სირიის სახელმწიფიო ტელევიზიამ 6 აპრილს გაავრცელა კადრები, რომელზეც მძიმე კვამლი ჩანს ქალაქ დუმის თავზე. ინტენსიური იერიშების ფონია თითქმის ერთკვირიანი სიმშვიდე აღმოსავლეთ ღუტაში, სირიელ მეამბოხეთა ბოლო გამაგრებულ პუნქტზე დამასკის მახლობლად. სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა შეძლეს იქიდან მეამბოხეთა ძირითადი რაზმები განდევნა, ნაწილმა კი ჰუმანიტარული დერეფნით დატოვა ალყაშემორტყმული ქალაქი. წინააღმდეგობის მცირე კერები რჩება მხოლოდ ქალაქ დუმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG