Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ახდენს ასობით ავღანელი მიგრანტის დეპორტაციას


თურქეთის განცხადებით, სამშობლოში აბრუნებენ ასობით ავღანელს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ათასობით ავღანელი უკანონოდ გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 8 აპრილს 227 ავღანელი მიგრანტი იქნა დეპორტირებული ჩარტერული რეისით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ერზრუმიდან ქაბულში და მომდევნო დღეებში მოხდება კიდევ 400-მდე მიგრანტის დეპორტაცია. თურქეთზე გადის მთავარი სატრანზიტო მარშრუტი ავღანეთიდან, ისევე როგორც აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, ევროპაში მოხვედრის მსურველებისათვის. ვარაუდობენ, რომ ათასობით ავღანელი ბოლო კვირებში ირანიდან ჩავიდა თურქეთში, რის შემდეგაც რამდენიმე დღე იარა ერზრუმამდე. უფლებადამცველები ანკარას აკრიტიკებენ კონფლიქტით მოცულ ქვეყნებში, მათ შორის ავღანეთში, მიგრანტების დეპორტაციის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG