Accessibility links

ზაკერბერგი: ფეისბუკს უფრო ადრე უნდა შეემჩნია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა


სოციალურ ქსელ ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი მიმდინარე კვირაში ამერიკელი კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას აღიარებს, რომ მის კომპანიას უფრო ადრე უნდა შეემჩნია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ამ გამოსვლის ტექსტი წინასწარ, 9 აპრილს გავრცელდა. „ჩვენ დროულად ვერ შევამჩნიეთ და ვერ ვუპასუხეთ რუსეთის ჩარევას და ბევრს ვმუშაობთ, რათა უკეთესად ვიმოქმედოთ“, იტყვის ზაკერბერგი 11 აპრილს, წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტისთვის ჩვენების მიცემისას. მანამდე, 10 აპრილს ზაკერბერგს მოუსმენენ სენატის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. 33 წლის ზაკერბერგის ჩვენების ტექსტში აღნიშნულია, რომ ფეისბუკისთვის ცნობილი იყო რუსეთიდან ტრადიციულად მომდინარე კიბერსაფრთხეების, მათ შორის ჰაკერული თავდასხმების შესახებ ჯერ კიდევ წლებით ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ. მარტში გავრცელებული ცნობებით, ფეისბუკის ათობით მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები უკანონოდ იქნა გამოყენებული აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG