არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი: „მთავარია, დროულად მივიღოთ პასუხები ექსპერტიზისგან“
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და დანარჩენი საზოგადოება ელოდება 20-21 მარტის ღამით დაწყებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს. როგორც ექსპერტიზის პროცესში ჩართული ცენტრის - „ემპათიის“ ადრინდელ განცხადებაშია აღნიშნული უნდა „დადგინდეს წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი“. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 11 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, „საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში“. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ მიმდინარე გამოძიების მიმართ მოლოდინზე გაესაუბრა.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან