ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, ამხანაგური შეხვედრა გაიმართა და ფრედ - 12:12 - დასრულდა. შეხვედრაში ადგილობრივმა მოსახლეობამ, აფრიკელმა სტუდენტებმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა. გასულ კვირას აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე - ძალადობის - მუხლით დაიწყო. ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში