Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი უარყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „გაუგებარი ჭორები“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას პარტია „ქართული ოცნება“ განიხილავს საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად. "მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში“ - განუცხადა 17 აპრილს, ჟურნალისტებს კახა კალაძემ. მისი ინფორმაციით, მმართველ გუნდში დაწყებულია მსჯელობა პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG