Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გამოიყენებენ ყველა საშუალებას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად და მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც. გახარიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად. “ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს, რადგან ექსპერტიზაა ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის“ - განუცხადა 17 აპრილს, ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. 16 აპრილს, მცხეთის პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობისას გამომძიებლებმა არჩილ ტატუნაშვილის მამას, გიორგი ტატუნაშვილს და ოჯახის ადვოკატს, თამარ ავალიანს დაუდასტურეს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვენებისას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები. დაღუპულის ოჯახი და ადვოკატი ყველა საერთაშორისო ფორმატის ჩართვას ითხოვენ საიმისოდ, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები გადაეცეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს.

XS
SM
MD
LG