Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაკავებულია სულ მცირე 80 დემონსტრანტი


ერევნის პოლიცია განაგრძობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, 14 საათისთვის დაკავებულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევის მოწინააღმდეგეებს ერევანში, ე.წ. მჯდომარე აქციებით აქვთ ბლოკირებული რამდენიმე სამთავრობო დაწესებულების შესასვლელები. საპროტესტო გამოსვლებია სომხეთის ქალაქ ვანაძორშიც, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების მიერ გადაკეტილი გზების გასახსნელად. 13 აპრილიდან დაწყებული საპროტესტო მოძარობის, „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა 17 აპრილს განაცხადა, რომ სომხეთში იწყება არაძალადობრივი, სახალხო, ხავერდოვანი რევოლუცია სერჟ სარგსიანის მმართველობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG