Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის გაფრთხილებით ავტორიტარიზმის შესახებ


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპა გააფრთხილა "ავტორიტარიზმის" ცდუნების შესახებ, როგორც ევროკავშირში, ისე მსოფლიოს გარშემო. 2017 წლის მაისში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ევროპარლამენტის წინაშე თავის პირველ გამოსვლაში მაკრონმა თქვა, რომ მიმდინარეობს "ერთგვარი ევროპული სამოქალაქო ომი". გამოსვლაში, რომლის ადრესატები დიდი ალბათობით იყვნენ უნგრეთი და პოლონეთი, მაკრონმა განაცხადა "საქმე გვაქვს არალიბერალურით მოხიბვლასთან" და ეს ტენდენცია მუდმივად მატულობსო. "არ მსურს ვეკუთვნოდე მთვარეულთა თაობას, არ მსურს ვეკუთვნოდე თაობას, რომელსაც დაავიწყდა საკუთარი წარსული" - განაცხადა 40 წლის მაკრონმა გამოსვლაში, რომელშიც ევროკავშირის მომავლის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. "მსურს იმ თაობას წარმოვადგენდე, რომელიც დაიცავს ევროპის სუვერენიტეტს, რადგან მის მოსაპოვებლად ვიბრძოლეთ. და მე არ დავნებდები არანაირ ფიქსაციას ავტორიტარიზმზე" - თქვა მან. უნგრეთში და იტალიაში ბოლო კვირებში პოპულისტმა პარტიებმა გაიმარჯვეს არჩევნებში, ხოლო ევროკავშირს რთული დამოკიდებულება აქვს პოლონეთის მემარჯვენე მთავრობასთან, კანონის უზენაესობის საკითხთან მიმართებით. მაკრონი ასევე გამოვიდა წინადადებით შეიქმნას ევროკავშირის ფონდი მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ლტოლვილებს მიიღებენ, რითიც შეეხო საკითხს, რომელიც 2015 წლის შემდეგ ევროკავშირში მწვავე უთანხმოებას იწვევს.

XS
SM
MD
LG