Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია გამოდის რეკომენდაციით გაწევრიანების მოლაპარაკებაზე მაკედონიასა და ალბანეთთან


ევროკავშირის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ალბანეთსა და მაკედონიასთან, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა გამორიცხა ბლოკის გაფართოება მის რეფორმირებამდე. შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა კომისიის ანგარიში ბალკანეთის ექვს, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში პროგრესის და მათდამი რეკომენდაციების შესახებ, გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ალბანეთმა და მაკედონიამ "ბოლო თვეებში ბევრი რამ გააკეთეს და ეს აღიარებას იმსახურებს". ანგარიშში ნათქვამია, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დამოკიდებულია ამ ქვეყნებში ამჟამად არსებული რეფორმების ტემპის შენარჩუნებაზე. ევროპის კომისიი მხრიდან ეს პირველი რეკომენდაციაა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე ალბანეთთან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ოფიციალურად 2014 წელს გახდა. რაც ეხება მაკედონიას, კომისია ამგვარი მოლაპარაკებით ყოველწლიურად გამოდის, 2009 წლის შემდეგ, მაგრამ საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და განსაკუთრებით საბერძნეთი ბლოკავდნენ ამგვარ მოლაპარაკებას - სახელთან დაკავშირებული იმ უთანხოების გამო, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფუჭა ათენსა და სკოპიეს შორის ურთიერთობა, მაკედონიის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

XS
SM
MD
LG