Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა


ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა მუხამედკალი აბილგაზიევი, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოსტიდან გაათავისუფლეს წინა პრემიერი, საფარ ისაკოვი, რომელიც ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის მოკავშირედ მიიჩნეოდა. აბილგაზიევის მიერ წარმოდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა შეიცავს როგორც ახალ ფიგურებს, ისე პირებს, რომლებიც ისაკოვის მთავრობაშიც მუშაობდნენ. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა 19 აპრილს დაითხოვა მთავრობა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კენჭისყრაზე ნდობა არ გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პროცესები ვითარდება ჟეენბეკოვსა და მის წინამორბედს, ასმაზბეკ ატამბაევს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ფონზე. კენჭისყრის ინიცირება მოახდინა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა, რასაც, თავის მხრივ, ბიძგი მისცა ოპოზიციური პარტიების ყოველწლიურმა ანგარიშმა, რომელშიც გაკრიტიკებულია მთავრობის მუშაობა 2017 წელს. თუმცა მმართველმა კოალიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პრეზიდენტის, ატამბაევის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მოულოდნელად უარი განაცხადა ისაკოვის მხარდაჭერაზე - მის წინააღმდეგ ხმა მისცა 101-მა დეპუტატმა, ადგილზე მყოფი 112 პარლამენტარიდან. ყირგიზეთის პარლამენტში სულ 120 დეპუტატია.

XS
SM
MD
LG