Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 31-ს აღწევს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია, დაჭრილია 54 ადამიანი. თავდამსხმელმა მიზანში ამოიღო ხალხის ჯგუფი, რომელიც შეკრებილი იყო საიდენტიფიკაციო ბარათების მისაღებად ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". თავდასხმა მოხდა ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში, ქალაქის დასავლეთით, სადაც ექსტრემისტებს წარსულშიც განუხორციელებიათ იერიშები.

XS
SM
MD
LG