Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში იმართება აქციები ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ


უნგრეთში უკვე მეორე შაბათ-კვირაა ათასობით მოქალაქე გადის ქუჩებში, რათა მონაწილეობა მიიღოს აქციაში ხელახლა არჩეული პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზატორების თქმით, 21 აპრილს ქვეყნის მასშტაბით 100,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციებში, მათ შორის 30,000-მა დედაქალაქ ბუდაპეშტში. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები არ არის ვიწროდ პარტიული და მასში მონაწილეობას იღებენ აქტივისტები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხრიდან. 8 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა მმართველი პარტია, ფიდესი. ამით ორბანს საშუალება მიეცა ზედიზედ მესამედ, და საერთო ჯამში მეოთხედ გახდეს ქვეყნის პრემიერი. ევროკავშირისა და მიგრანტების მოწინააღმდეგე ორბანს ოპონენტები ადანაშაულებენ მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვაში და უნგრეთის, მისივე თქმით, "არალიბერალურ სახელმწიფოდ" გარდაქმნის მცდელობაში. ფიდესის ლიდერები აცხადებენ, რომ სწრაფად დაამტკიცებენ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.

XS
SM
MD
LG