Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის გენპროკურატურა ადასტურებს პაშინიანის, მირზოიანის და მიქაელიანის დაკავებას


სომხეთის გენპროკურატურა ადასტურებს, რომ დაკავებული არიან ოპოზიციონერი დეპუტატები, ნიკოლ პაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი. პროკურატურის პრესსამსახური ამბობს, რომ მათი დაკავების მიზეზია უკანონო აქციების გამართვა. პროკურატურა იუწყება, რომ სამმა დეპუტატმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად და "ისინი დანაშაულის ადგილას დააკავეს". ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებების შესახებ აცნობეს პარლამენტის სპიკერს, არა ბაბლოიანს. თუ პროკურატურა დაკავებულებს 72 საათის განმავლობაში ბრალს წაუყენებს, დეპუტატების დასაპატიმრებლად საჭირო გახდება პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩატარება და ეჭვმიტანილებისთვის დეპუტატის იმუნიტეტი მოხსნა. დეპუტატები დააკავეს კვირას, იმ ფონზე, როცა ერევანში უკვე მეათე დღეა გრძელდება აქციები, პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის დანიშვნის წინააღმდეგ. 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, რომელსაც სერჟ სარქისიანი უჭერდა მხარს, სომხეთი გადავიდა მმართველობის ახალ სისტემაზე, რომელიც ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აძლიერებს პრემიერ-მინისტრის როლს.

XS
SM
MD
LG