Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო სამსახური სომხეთზე: შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა


ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი განცხადებას ავრცელებს სომხეთში შექმნილ ვითარებაზე, რომელშიც ვკითხულობთ: "შეკრების თავისუფლების მშვიდობიანად და კანონთან შესაბამისად გამოყენება წარმოადგენს ყველა ადამიანის უნივერსალურ და ფუნდამენტალურ უფლებას. ევროკავშირი სომხეთის მთავრობისგან მოელის ამ უფლების სრულ პატივისცემას და კანონის სამართლიანად და პროპორციულად გამოყენებას, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ევროპული კონვენცია. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დააკავეს მაშინ, როცა კანონის შესაბამისად სარგებლობდა შეკრების თავისუფლების თავისი ფუნდამენტური უფლებით. უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და პასუხისმგებლობით იმოქმედოს. აუცილებელია მხარეების მომცველი დიალოგი, რომლისკენ მოწოდებაც პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გამოთქვა და რომელიც მიზნად დაისახავს შექმნილი ვითარების დაუყოვნებელ და მშვიდობიან გადაჭრას. ამდენად, იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია ის, რომ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს შორის დღეს გამართულმა დიალოგმა ვერ აღკვეთა ესკალაცია".

XS
SM
MD
LG