Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაკავებულია სულ მცირე 192 დემონსტრანტი


ერევანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. ოფიციალური უწყებების ცნობით, პოლიციამ 192 დემონსტრანტი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შვიდი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა - ისინი მაშინ დაშავდნენ, როცა პოლიცია აქციის დაშლას ცდილობდა. კვირას პოლიციამ ასევე დააკავა სამი ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკოლ პაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი. პროკურატურის პრესსამსახური ამბობს, რომ მათი დაკავების მიზეზია უკანონო აქციების გამართვა. პაშინიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ერევანში ჩაიარა პაშინიანის ათასობით მომხრემ, ისინი მის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრაციას სათავეში ედგა ანაფორაში ჩაცმული ოთხი სასულიერო პირი.

XS
SM
MD
LG